სასერტიფიკაციო გამოცდის წინასწარი შედეგები

05 ივლისი, 2017

2017 წლის 1 ივლისს გამართულ საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვების მსურველ პირთა სასერტიფიკაციო გამოცდის წინასწარ შედეგებთან დაკავშირებით

2017 წლის 1 ივლისს სსიპ - საჯარო აუდიტის ინსტიტუტში გაიმართა საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვების მსურველ პირთა სასერტიფიკაციო გამოცდა ელექტრონული ფორმით - ელექტრონული საგამოცდო სისტემის მეშვეობით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 47-მა კანდიდატმა.

გამოცდის წინასწარი შედეგების მიხედვით, მხოლოდ 27-მა მათგანმა დააგროვა საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვებისათვის საჭირო ქულათა რაოდენობის მინიმალური ზღვარი.

იხ. გამოცდის წინასწარი შედეგები -

და ტესტების პასუხები  -

საპრეტენზიო განაცხადის მიღება წარმოებს ინსტიტუტში 2017 წლის 6-7 ივლისს 10:00 -დან 18:00 საათამდე (მისამართი: ქალაქი თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ.#96; ელექტრონული ფოსტა: pai@sao.ge

© 2019 ყველა უფლება დაცულია