სასერტიფიკაციო გამოცდების წინასწარი შედეგები

25 ივნისი, 2019

2019 წლის 24 ივნისს სსიპ - საჯარო აუდიტის ინსტიტუტში გაიმართა საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვების მსურველ პირთა სასერტიფიკაციო გამოცდა ელექტრონული ფორმით - ელექტრონული საგამოცდო სისტემის მეშვეობით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 44 კანდიდატმა.

გამოცდის წინასწარი შედეგების მიხედვით, მხოლოდ 19-მა დააგროვა საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვებისათვის საჭირო ქულათა რაოდენობის მინიმალური ზღვარი.

საპრეტენზიო განაცხადის მიღება წარმოებს ინსტიტუტში 2019 წლის 26-27 ივნისს 10:00 -დან 18:00 საათამდე (მისამართი: ქალაქი თბილისი, წმ. ქეთევან დედოფლის გამზ.№96; ელექტრონული ფოსტა: sai@sao.ge).

 

© 2019 ყველა უფლება დაცულია