სასერტიფიკაციო გამოცდა

05 ივლისი, 2021

2021 წლის 12-13 ივლისს, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, სსიპ − საჯარო აუდიტის ინსტიტუტი საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვების მსურველ პირთათვის სასერტიფიკაციო გამოცდას ელექტრონული ფორმატით ჩაატარებს (გამოცდის ხანგრძლივობა − 90 წუთი). 

რეგისტრაცია 
გამოცდის მსურველებს რეგისტრაცია სსიპ − საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ოფიციალურ ვებგვერდზე 2021 წლის 8 ივლისის ჩათვლით შეუძლიათ გაიარონ. მათთვის, ვინც გამოცდაზე პირველად რეგისტრირდება, საფასური 300 ლარს შეადგენს, ხოლო  განმეორებით გამსვლელი კანდიდატებისათვის საფასური 100 ლარი იქნება.

გამოცდის დაწყებამდე კანდიდატებს საგამოცდო ოთახში გადაეცემათ სასერტიფიკაციო გამოცდისათვის ინსტიტუტის მიერ გამოყოფილი ინვენტარი.
საგამოცდო პროცედურებთან დაკავშირებით, გამოცდის დაწყებამდე კანდიდატებს უტარდებათ ინსტრუქტაჟი, კერძოდ:
ა) გამოცდაზე დამსწრე დამკვირვებლების შესახებ;
ბ) გამოცდის ხანგრძლივობის თაობაზე;
გ) გამოცდაზე დასაშვებ და აკრძალულ ნივთებთან დაკავშირებით (დასაშვებია: წყალი, პირადი ჰიგიენის საგნები; აკრძალულია: მობილური ტელეფონი ან სხვა ელექტრონული აპარატურა, დამხმარე მასალა, სახელმძღვანელოები, ჩანაწერები და სხვ.);
დ) გამოცდაზე ქცევის წესებისა და მათი დარღვევის შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქციების თაობაზე (გაფრთხილება, გამოცდიდან მოხსნა);
ე) ელექტრონული საგამოცდო სისტემის თაობაზე;
ვ) გამოცდისთვის განკუთვნილი დროის ამოწურვის შემდგომ ტესტურ დავალებაზე მუშაობის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და ინსტიტუტის მიერ გამოყოფილი ინვენტარის ჩაბარების თაობაზე;
ზ) გამოცდის შედეგების ოფიციალურ გამოქვეყნებასთან და შედეგების გასაჩივრების პროცედურებთან დაკავშირებით.
გამოცდის დროს მიმდინარეობს ვიდეოკონტროლი.

გამოცდის მიმდინარეობის დროს კანდიდატის მხრიდან დადგენილი ქცევის წესების დარღვევის შემთხვევაში, დამკვირვებელი ადგენს შესაბამს ოქმებს (გაფრთხილების ოქმი, გამოცდიდან მოხსნის ოქმი).
მას შემდგომ, რაც კანდიდატი დაასრულებს ტესტებზე მუშაობას, მან ისე, რომ სხვა კანდიდატებს არ შეუშალოს ხელი, საგამოცდო დარბაზში სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, ტესტების ჩაბარებაზე უფლებამოსილ პირს უნდა ჩააბაროს ინსტიტუტის მიერ გამოცდის პერიოდში გადაცემული ინვენტარი. კანდიდატს, სურვილის მიხედვით, მიეცემა მის მიერ შევსებული პასუხების ფურცლის ქსეროასლი ან/და ელექტრონული ვერსია,  რის შემდეგაც ის დატოვებს საგამოცდო დარბაზს.
 

© 2019 ყველა უფლება დაცულია