საპრეტენზიო და საგამოცდო კომისიების გადაწყვეტილება

06 ივლისი, 2018

სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტში შექმნილმა საპრეტენზიო კომისიამ 2018 წლის 2 ივლისს განიხილა 7 კანდიდატის (მიხეილ ზავრაშვილი, ალექსანდრე გოგოლაშვილი, ხათუნა აგულაშვილი, ლევან ჯინჭარაძე, ელგუჯა ბეროშვილი, ნინო კახნიაშვილი, რუსუდან ზუხბაია)  საპრეტენზიო განაცხადები, რომელთა განხილვის შედეგად საპრეტენზიო კომისიამ მათი მოთხოვნები ნაწილობრივ დააკმაყოფილა. შესაბამისად ქულათა მომატების შედეგად შვიდივე კანდიდატმა გადალახა საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვებისათვის საჭირო ქულათა რაოდენობის მინიმალური ზღვარი. 

ზემოაღნიშნული შედეგები საბოლოო სახით 2018 წლის 2 ივლისს  დამტკიცდა ინსტიტუტის საგამოცდო კომისიის სხდომაზე, რის შემდეგაც ინსტიტუტის დირექტორის მიერ დამტკიცებულ იქნა იმ პირთა სია, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს სასერტიფიკაციო გამოცდა და მოიპოვეს საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლება.

სერტიფიცირების საბოლოო შედეგების დამტკიცების ბრძანება

სერტიფიცირების საბოლოო შედეგების ბრძანების დანართი

© 2019 ყველა უფლება დაცულია