საგადასახადო კანონმდებლობის სიახლეები
ტრენინგის მიზანია მსმენელებს გააცნოს საგადასახადო კანონმდებლობაში არსებული სიახლეები, კერძოდ ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის, არარეზიდენტი პირის მიერ მიღებული შემოსავლის გადახდის წყაროსთან დაკავების ვალდებულება და გადახდის წესი, ასევე დღგ-ის უკუდაბეგვრით დასაბეგრი ოპერაციის განსაზღვრა და დეკლარირების წესი.
მიზნობრივი ჯგუფი:
ტრენინგი განკუთვნილია კერძო და საჯარო სექტორში მომუშავე ფინანსური მენეჯერებისთვის, აუდიტორებისთვის, ბუღალტერებისთვის და ყველა იმ დაინტერესებული პირისთვის, რომლებსაც სამსახურეობრივად სჭირდებათ საწარმოში/ორგანიზაციაში სწორი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა
ტრენინგკურსის გავლის შემდეგ მსმენელები შეძლებენ:
• სწორად განსაზღვრონ გადახდის წყაროსთან დასაკავებელი ოპერაციები, რომლის საფუძველზეც დამოუკიდებლად მოახდენენ საწარმოს/ორგანიზაციის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე შესაბამისი გადასახადების გამოანგარიშებას და დეკლარირებას;
• დამატებული ღირებულების გადასახადის უკუდაბეგვრით დასაბეგრ ოპერაციების იდენტიფიცირებას, რომლის შემდგომ მოახდენენ საწარმოს/ორგანიზაციის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე შესაბამისი გადასახადის გამოანგარიშებას და დეკლარირებას.
ტრენინგის ღირებულება: 380 ლარი