საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადება საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) მოთხოვნების შესაბამისად
საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის 2020 წლის 1 იანვრიდან, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან − ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის სავალდებულოა ფინანსური ანგარიშგების მომზადება საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) მოთხოვნების შესაბამისად.
საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე, ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის მეთოდოლოგიურ საფუძვლებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 4 თებერვლის N24 ბრძანება.