საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადება საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) მოთხოვნების შესაბამისად

საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის 2020 წლის 1 იანვრიდან, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან − ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის სავალდებულოა ფინანსური ანგარიშგების მომზადება საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) მოთხოვნების შესაბამისად. 
საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე, ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის მეთოდოლოგიურ საფუძვლებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 4 თებერვლის N24 ბრძანება. 

ტრენინგკურსის მიზანი: 

პრაქტიკული და თეორიული ცოდნის გაზიარება საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადებასთან დაკავშირებული კანონმდებლობისა და სსბასს-ის მოთხოვნების შესახებ.
მონაწილეების დახმარება ფინანსური ანგარიშგება მოამზადონ არსებული კანონმდებლობისა და სსბასს-ის მოთხოვნების შესაბამისად. 

ტრენინგკურსი განკუთვნილია:

  • სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ საბიუჯეტო და მხარჯავ ორგანიზაციებში დასაქმებული საფინანსო განყოფილების თანამშრომლებისთვის;
  • ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო/საბიუჯეტო სამსახურებში დასაქმებული პირებისთვის;
  • ადგილობრივ თვითმმართველობებში საფინანსო/საბიუჯეტო და მომიჯნავე დარგებში დასაქმებული პირებისთვის.

ტრენინგკურსის გავლის შემდეგ მსმენელი შეძლებს:

  • სხვადასხვა ოპერაციისა და მოვლენის ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვისათვის  ფინანსური ანგარიშგების მომზადებასთან დაკავშირებული კანონმდებლობისა და სსბასს-ის მოთხოვნების მისადაგებას;
  • ფინანსური ანგარიშგების მომზადებასთან დაკავშირებული თეორიის სხვადასხვა ასპექტის პრაქტიკაში გამოყენებას;
  • ფინანსური ანგარიშგების (მათ შორის, კონსოლიდირებული) მომზადებას და ინტერპრეტაციას.

ტრენინგკურსის ღირებულება: 550 ლარი

© 2019 ყველა უფლება დაცულია