რუსთავის მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა მეორე ნაკადისთვის გუნდის მართვის ტრენინგი ჩატარდა
30 მაისი, 2022საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა რუსთავის მუნიციპალიტეტის მეორე ნაკადისთვის გუნდური შეჭიდულობის, პიროვნული განვითარებისა და გუნდის მართვის ორდღიანი გასვლითი ტრენინგი ჩაატარა.
საჯარო აუდიტის ინსტუტუტის კორპორაციული თანამშრომლობის ფარგლებში, სასწავლო კურსი რუსთავის მერიის კიდევ 20-მა თანამშრომელმა გაიარა. ტრენინგი თეორიულ სწავლებასა და მრავალფეროვან პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავდა.
ტრენინგს საჯარო აუდიტის ინსტიტუტის მოწვეული ტრენერები - ფსიქოლოგი და კომუნიკაციური უნარების მართვის ტრენერი - ზურაბ მხეიძე და ბიზნესტრენერი - ნანა მახათაძე უძღვებოდნენ.
ტრენინგის პირველ დღეს მონაწილეებმა ტრენერთან ერთად მართვის სხვადასხვა სტილი განიხილეს, გუნდის ჩამოყალიბების პრინციპებსა და გუნდის მართვაში ლიდერობის როლზე ისაუბრეს. ბიზნესტრენერმა ნანა მახათაძემ სასწავლო პროცესი საინტერესო პრაქტიკული აქტივობებით დატვირთა.
ტრენინგის მეორე ნაწილში ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ კომუნიკაციის ტექნიკებსა და ურთიერთობის ხელოვნებაზე ისაუბრა და მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.
საჯარო აუდიტის ინსტიტუტი აგრძელებს გასვლითი ტრენინგების დაგეგმვას რუსთავის მუნიციპალიტეტის კორპორაციული თანამშრომლობის ფარგლებში.