რისკზე ორიენტირებული შიდა აუდიტის ონლაინტრენინგი მიმდინარეობს

27 მაისი, 2020

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა რისკზე ორიენტირებული შიდა აუდიტის სასწავლო კურსი დაიწყო. ტრენინგები დისტანციურ რეჟიმში, ონლიანპლატფორმა Zoom-ის საშუალებით ტარდება. 

დისტანციურ ტრენინგში 16 მსმენელია ჩართული. მათგან შვიდი მონაწილე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომელია, დანარჩენები კი სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები არიან. 

სასწავლო კურსის მიზანია, მოქმედი და მომავალი შიდა აუდიტორები გაეცნონ ქართულ რეალობასთან ადაპტირებულ შიდა აუდიტის თანამედროვე მიდგომებს, მეთოდებსა და ტექნიკებს, შეძლონ სხვადასხვა შიდა აუდიტორული საქმიანობის შესრულება ინდივიდუალური მომსახურების გაწევის მთელი ციკლის განმავლობაში და წარმოაჩინონ შიდა აუდიტის მიერ შექმნილი შიდა ორგანიზაციული სარგებელი.

ტრენინგებს უძღვება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი შალვა კიკნაძე, რომელსაც საჯარო სექტორში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს.

ტრენინგი 25 ივნისამდე გაგრძელდება და მისი დასრულების შემდეგ მონაწილეები გამოცდას ჩააბარებენ.

„რისკზე ორიენტირებული შიდა აუდიტი“, როგორც სასწავლო მოდული, საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა პირველად შარშან დანერგა და მასში 24 მსმენელი მონაწილეობდა. 
 

© 2019 ყველა უფლება დაცულია