რისკზე ორიენტირებული შიდა აუდიტის სერტიფიკატი 14 კურსდამთავრებულმა მოიპოვა
22 იანვარი, 2020საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა „რისკზე ორიენტირებული შიდა აუდიტის“ პირველი ტრენინგი დაასრულა და პირველი ნაკადის კურსდამთავრებულებს, რომლებმაც გამოცდა წარმატებით ჩააბარეს,სერტიფიკატები გადასცა.
კურსის მონაწილეები გაეცნენ რისკზე ორიენტირებული შიდა აუდიტის მეთოდოლოგიას, საერთაშორისო სტანდარტებს,თანამედროვე მიდგომებს, ტექნიკებს და პრაქტიკული მეცადინეობის გამოყენებით შიდა აუდიტორისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები გაიუმჯობესეს.
კურსი გაიარა როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორის 26-მა წარმომადგენელმა, რომელთა შორის არიან თბილისის მერიის, შსს-ს, იუსტიციის სამინისტროს,აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობის, სურსათის უვნებლობის სამსახურის, სახელმწიფო შპს „საქართველოს მელიორაციის“ შიდა აუდიტის სამსახურის თანამშრომლები.
„რისკზე ორიენტირებული შიდა აუდიტის“ ტრენინგი საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა პირველად ჩაატარა. კურსს საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ტრენერი,ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი შალვა კიკნაძე უძღვებოდა.
„რისკზე ორიენტირებული შიდა აუდიტის“ ტრენინგ-კურსზე მორიგ მიღებას საჯარო აუდიტის ინსტიტუტი გაზაფხულზე გამოაცხადებს.