პროფესიული ტრენინგი 29  საჯარო მოხელემ გაიარა 

21 მარტი, 2025

საჯარო მოხელეებისთვის სავალდებულო პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსი მარტში 29 საჯარო მოხელემ გაიარა. 

დისტანციურ კურსს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, „საქართველოს მელიორაციის“, ზუგდიდის, ქუთაისის, სენაკის, დუშეთის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების მერიების თანამშრომლები ესწრებოდნენ.

სასწავლო კურსის განმავლობაში მსმენელები რამდენიმე მოდულს გაეცნენ: საჯარო სამსახურის ეთიკა; ადმინისტრაციული წარმოება; ეფექტიანი მომსახურება და დროის მართვა; პროფესიული კომუნიკაცია, თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა.

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებმა გამოცდა ჩააბარეს და შესაბამისი სერტიფიკატები მიიღეს.

პროფესიული ტრენინგი 29  საჯარო მოხელემ გაიარა 
© 2019 ყველა უფლება დაცულია