პროფესიული ტრენინგი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებისთვის
28 ნოემბერი, 2024საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებისთვის ორგანიზება გაუწია ტრენინგს „სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემა“ .
სასწავლო პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ გადახდების პროცედურებთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებს: რესურსების ეფექტიან მართვას, ვალდებულებების აღრიცხვას, პირველადი დოკუმენტაციის დამუშავებას, ინვოისების მომზადებას, საგადასახადო ოპერაციების წარმართვას, ხელფასების ადმინისტრირებას და პაკეტების მართვას.
ტრენინგი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თვითმმართველი ერთეულების აუდიტის დეპარტამენტის 18 თანამშრომელი ესწრებოდა.
ტრენინგს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე ნინო ბერძენაძე და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ტრენერი ქეთი გულბათაშვილი უძღვებოდნენ.