პროფესიული კომპეტენციების განვითარების სასწავლო კურსი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებისთვის ტარდება

27 აპრილი, 2020

საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლები ონლაინ ტრენინგს გადიან.

სამსახურის თანამშრომლებს პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების პროგრამის სასწავლო კურსი უტარდებათ, რომელიც ონლაინ პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით ხორციელდება. ტრენინგი ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობს. 

სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ. 

საჯარო აუდიტის ინსტიტუტი ონლაინ რეჟიმში უკვე მეოთხე ტრენინგს ატარებს. 
 
 

© 2019 ყველა უფლება დაცულია