პროფესიული განვითარების ტრენინგი საჯარო მოხელეებისთვის

07 ივნისი, 2024

საჯარო მოხელეებისთვის სავალდებულო პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსი მაისში 34-მა საჯარო მოხელემ გაიარა. დისტანციურ კურსს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, თბილისის, ზუგდიდის, ბაღდათის, ბოლნისის, ფოთის მუნიციპალიტეტების მერიების და საბურთალოს, კრწანისის, ჩუღურეთის, გლდანის, დიდუბის გამგეობის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

სასწავლო კურსის განმავლობაში მსმენელები რამდენიმე მოდულს გაეცნენ: საჯარო სამსახურის ეთიკა; ადმინისტრაციული წარმოება; ეფექტიანი მომსახურება და დროის მართვა; პროფესიული კომუნიკაცია, თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა.

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებმა გამოცდა ჩააბარეს და შესაბამისი სერტიფიკატები მიიღეს. 

პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსი მიმდინარე წელს 140-მდე საჯარო მოხელემ გაიარა.

 პროფესიული განვითარების ტრენინგი საჯარო მოხელეებისთვის
© 2019 ყველა უფლება დაცულია