პროფესიული განვითარების ტრენინგი საჯარო მოხელეებისთვის
05 ნოემბერი, 2024საჯარო მოხელეებისთვის სავალდებულო პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსი ოქტომბერში 17-მა საჯარო მოხელემ გაიარა.
დისტანციურ კურსს ხობის, ჩხოროწყუს, მარტვილის, ბაღდათის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების მერიების თანამშრომლები ესწრებოდნენ.
სასწავლო კურსის განმავლობაში მსმენელები რამდენიმე მოდულს გაეცნენ: საჯარო სამსახურის ეთიკა; ადმინისტრაციული წარმოება; ეფექტიანი მომსახურება და დროის მართვა; პროფესიული კომუნიკაცია, თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა.
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებმა გამოცდა ჩააბარეს და შესაბამისი სერტიფიკატები მიიღეს.
