პროფესიული განვითარების ტრენინგი საჯარო მოხელეებისთვის

15 ოქტომბერი, 2024

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა რუსთავის მერიასთან კორპორატიული თანამშრომლობის ფარგლებში მორიგი ტრენინგი გამართა - „მედიაცია: დავის გადაწყვეტის ალტერნატიული და ეფექტური მექანიზმი, ნოვაცია ქართულ სამართლებრივ სივრცეში“.  

ტრენინგს უწყების ათი თანამშრომელი ესწრებოდა. სასწავლო პროგრამა მოიცავდა მედიაციის არსისა და პრინციპების გაცნობას, საკანონმდებლო რეგულირების საკითხებს, მედიაციის შედარებით დახასიათებას სამართალწარმოების სხვა ეტაპებთან, წარმომადგენლის როლის, ფუნქციის გაცნობას და მედიაციის პროცესში სასამართლო და სამედიაციო მორიგების ურთიერთმიმართებებს.

ტრენინგს „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" აღმასრულებელი საბჭოს წევრი, დამფუძნებელი, ნათია ჩიტაშვილი და „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ პირველი თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი უძღებოდნენ.

ტრენინგკურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სპეციალური სერტიფიკატი გადაეცათ.

პროფესიული განვითარების ტრენინგი საჯარო მოხელეებისთვის
პროფესიული განვითარების ტრენინგი საჯარო მოხელეებისთვის
პროფესიული განვითარების ტრენინგი საჯარო მოხელეებისთვის
© 2019 ყველა უფლება დაცულია