პროექტის მართვა

თანამედროვე ორგანიზაციის წარმატებას პროექტების ეფექტურად მართვა განაპირობებს. აღნიშნული ტრენინკურსი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ინფორმაციას პროექტების მართვის გავრცელებული მეთოდოლოგიებისა და ტექნიკის შესახებ, რომელიც დაეხმარება მსმენელს ყველა ტიპის პროექტის მართვისას. კურსის განმავლობაში მსმსნელს მიეწოდება ინფორმაცია ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა პროექტის რაობა, პროექტის ეტაპები, პროექტში ჩართული მხარეები და მათთან კომუნიკაცია, ცვლილებების მართვა და სხვა. ტრენინკურსი მოიცავს 12 აკადემიურ საათს, რომელსაც გაუძღვება სფეროს ექსპერტი.

ტრენინგკურსის მიზანი:

პროექტის მართვის ძირითადი მიდგომებისა და ტექნიკების გაცნობა; პროექტის მართვისა და კოორდინაციისთვის აუცილებელი საბაზისო უნარების გამომუშავება, მათ შორის, სტრატეგიული კომუნიკაციის, მოლაპარაკებების წარმოების და გადაწყვეტილების მიღების უნარები.  

მიზნობრივი ჯგუფი:
ტრენინგკურსი განკუთვნილია ყველა იმ პირისთვის, ვისაც სურს მიიღოს საბაზისო ცოდნა პროექტის მართვის შესახებ.  

ტრენინგკურსის გავლის შემდეგ საჯარო მოხელე შეძლებს:

  • პროექტების მართვის სრული ციკლის ეფექტურად განხორციელებას
  • ტრენინგზე ათვისებული ტექნიკებისა და უნარებისა გამოყენებას სხვადასხვა ტიპის პროექტის მართვისას.

ტრენინგის ღირებულება: 690 ლარი

© 2019 ყველა უფლება დაცულია