„პროგრამული ბიუჯეტირების“ ტრენინგი 17-მა საჯარო მოხელემ გაიარა

16 ივნისი, 2025

საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ორგანიზებით საჯარო მოხელეებისათვის წელს მეორედ ჩატარდა სასწავლო კურსი „პროგრამული ბიუჯეტირება“.

ტრენინგკურსი ჰიბრიდულ რეჟიმში ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მსმენელებს შორის იყვნენ თავდაცვის სამინისტროს, სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის, თბილისის, ზესტაფონის და მესტიის მუნიციპალიტეტების მერიების თანმშრომლები.

ტრენინგკურსი პროგრამული ბიუჯეტირების სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. კურსის მსმენელებმა შეისწავლეს პროგრამული ბიუჯეტირების მეთოდოლოგია, საბიუჯეტო სისტემები და პროცესები, ბიუჯეტის საშუალოვადიანი დაგეგმვა, შეფასების ინდიკატორები და მათი ტიპები, პროგრამული ბიუჯეტის შედგენა და ანგარიშგება. 

ტრენინგის სასწავლო მასალა სამუშაო გამოცდილებაზეა დაფუძნებული და მიზნად ისახავს მონაწილეებისთვის პრაქტიკული ცოდნის გაზიარებას.

კურსს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტის უფროსი ცოტნე ქარქაშაძე უძღვებოდა.

„პროგრამული ბიუჯეტირების“ ტრენინგი 17-მა საჯარო მოხელემ გაიარა
© 2019 ყველა უფლება დაცულია