პროგრამული ბიუჯეტირება

ტრენინგკურსი ეხება პროგრამულ ბიუჯეტირებას და მოიცავს პროგრამული ბიუჯეტირების ძირითადი არსის, ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის საფუძველზე პრაქტიკული ცოდნის გაზიარებას მონაწილეებისათვის.

ტრენინგკურსის ზოგადი აღწერა:
ტრენინგკურსი ეხება პროგრამულ ბიუჯეტირებას და მოიცავს პროგრამული ბიუჯეტირების ძირითადი არსის, ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის საფუძველზე პრაქტიკული ცოდნის გაზიარებას მონაწილეებისათვის. ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება პროგრამული ბიუჯეტის დაგეგმვისა და ანგარიშგების ეტაპებზე დაშვებული ძირითადი სისტემური ხასიათის ხარვეზები. 


ტრენინგკურსის მიზანი:
სასწავლო მოდულის მიზანია მისცეს მონაწილეებს პრაქტიკული ცოდნა პროგრამული ბიუჯეტის შესახებ. კერძოდ, გააცნოს პროგრამული ბიუჯეტის არსი და სტრუქტურა, მისი მომზადების პროცესში მონაწილე მხარეების უფლება-მოვალეობები და ის ძირითადი დოკუმენტები, რომლებიც მზადდება პროგრამული ბიუჯეტის ფორმირებისა და შესრულების პროცესში. 

მიზნობრივი ჯგუფი:
საბიუჯეტო ორგანიზაციებში ბიუჯეტისა და დაგეგმვის პროცესის მონაწილე სტრუქტურული ერთეულები ან შესაბამისი სამსაუხურის წარმომადგენლები;
ამ დარგში მომუშავე და დაინტერესებული ყველა რანგის საჯარო მოხელე.

სწავლების შედეგები და კომპეტენციები:
სასწავლო კურსის გავლის შედეგად საჯარო მოხელემ იცის:

  • პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგია;
  • საბიუჯეტო სისტემა და საბიუჯეტო პროცესი;
  • ბიუჯეტის საშუალოვადიანი დაგეგმვა;
  • პროგრამული ბიუჯეტის არსი და სტრუქტურა;
  • პროგრამის/ქვეპროგრამის არსი და ტიპები;
  • შუალედური და საბოლოო შედეგების განსაზღვრება;
  • პროგრამის/ქვეპროგრამის მოსალოდნელი შედეგების შეფასების ინდიკატორები და მათი ტიპები;
  • პროგრამული ბიუჯეტის ანგარიშგება;
  • პროგრამული ბიუჯეტის შედგენა/ანგარიშგების ეტაპებზე არსებული ძირითადი სისტემური ხასიათის ხარვეზები.

ტრენინგკურსის გავლის შემდეგ საჯარო მოხელა შეძლებს:

  • პროგრამული ბიუჯეტის შედგენას;
  • ბიუჯეტის კანონის პროგრამული დანართის პრაქტიკაში გამოყენებას და მასში საჭირო ინფორმაციის იდენტიფიცირებას;
  • პროგრამის/ქვეპროგრამისა და მისი მოსალოდნელი შედეგების ჩამოყალიბებას;
  • პროგრამის/ქვეპროგრამის მოსალოდნელი შედეგების შეფასების ინდიკატორების შემუშავებას;
  • პროგრამული ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მომზადებას. 700 ლარი

ტრენინგის ღირებულება: 700 ლარი
 

© 2019 ყველა უფლება დაცულია