პროგრამების გაცნობა ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებისთვის
11 ნოემბერი, 2019საჯარო აუდიტის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე ინსტიტუტის საქმიანობის პრეზენტაცია წარადგინეს.
საბჭოს სხდომას ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ.
საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორმა გელა წიკლაურმა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს სპეციალურად მუნიციპალიტეტებისთვის შემუშავებული პროფესიული ტრენინგების პროგრამა გააცნო, რაც შიდა აუდიტისა და მუნიციპალური პროგრამების მიმართულებით პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას გულისხმობს.
მუნიციპალიტეტებმა ახალ ტრენინგ-პროგრამაში - შიდა აუდიტი მუნიციპალიტეტებში, ჩართვის სურვილი გამოთქვეს. ტრენინგ-პროგრამა აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებისთვის დეკემბრის დასაწყისშია დაგეგმილი, იგივე პროგრამა ნოემბრის ბოლოს დაიწყება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტებისთვის.