პროგრამების გაცნობა იმერეთის მუნიციპალიტეტებისთვის

14 ნოემბერი, 2019

საჯარო აუდიტის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, რწმუნებულთან არსებულ საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე ინსტიტუტის საქმიანობის პრეზენტაცია წარადგინეს

ინსტიტუტის დირექტორმა გელა წიკლაურმა იმერეთის მხარის ქალაქებისა და რაიონების ხელმძღვანელებს სპეციალურად მუნიციპალიტეტებისთვის შემუშავებული პროფესიული ტრენინგების პროგრამა გააცნო. სასწავლო კურსები შიდა აუდიტისა და მუნიციპალური პროგრამების მიმართულებით  დასაქმებული  საჯარო მოხელეების გადამზადებას გულისხმობს

მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა შეთავაზებული ტრენინგების კატალოგიდან  მათთვის აქტუალური ტრენინგ-პროგრამები შეარჩიეს და მზადყოფნა გამოთქვეს, საჯარო აუდიტის ინსტიტუტის სხვადასახვა ტრენინგზე თანამშრომელთა  ჯგუფები წარგზავნონ.

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა მსგავსი ფორმატის შეხვედრა-პრეზენტაცია უკვე გამართა  ქვემო ქართლის  სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში.

 
პროგრამების გაცნობა იმერეთის მუნიციპალიტეტებისთვის
პროგრამების გაცნობა იმერეთის მუნიციპალიტეტებისთვის
© 2019 ყველა უფლება დაცულია