ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტიანობის შეფასება

თანამედროვე ორგანიზაციები, იქნება ეს სახელმწიფო თუ კერძო სექტორი, დასახულ მიზნებს აღწევენ სხვადასხვა ღონისძიების, პროექტისა თუ პროგრამის მეშვეობით. ორგანიზაციის წარმატება კი სწორედ მიზნების ეფექტიან შესრულებაზეა დამოკიდებული.

ტრენინგკურსის მიზანია:

ტრენინგის მიზანია მსმენელისთვის საჯარო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი ღონისძიებებისა და პროექტების ეფექტიანობის შეფასების მეოდოლოგიის გაზიარება.

მსმენელები გაეცნობიან ორგანიზაციული პროცესების ანალიზისა და პროექტების ეფექტიანად განხორციელების სტანდარტებს, რაც ხელს შეუწყობს ორგანიზაციის საქმიანობაში არსებული სისუსტეების/ნაკლოვანებების გამოვლენასა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებას.

სამიზნე ჯგუფი: 

ტრენინგკურსი გათვლილია სახელმწიფო უწყებებში/ორგანიზაციებში ანალიზის, მონიტორინგის, ზედამხედველობისა და აუდიტის მიმართულებით დასაქმებული პირებისთვის, რომელთა კომპეტენციაში შედის სამსახურის საქმიანობის შეფასება-ანალიზი, ნაკლოვანებების იდენტიფიცირება და შედეგების გაუმჯობესების სტრატეგიების შემუშავება.

ტრენინგკურსის წარმატებით გავლის შემდეგ მსმენელები შეძლებენ:

  • ორგანიზაციის საქმიანობის შეფასებაში ანალიზის სხვადასხვა მეთოდების გამოყენებას;
  • ღინისძიებების დაგეგმვას ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის პრინციპების დაცვით;
  • ორგანიზაციის საქმიანობაში მარაგების მართვისთვის Safety Stock-ის მეთოდის გამოყენებას;
  • ორგანიზაციის საქმიანობაში ქონების მართვის ABC მეთოდის გამოყენებას;
  • პროექტების სირთულეების/გამოწვევების გამოვლენასა და ანალიზს.

ტრენინგის ღირებულება: 450 ლარი

© 2019 ყველა უფლება დაცულია