ნოემბერში შშმ პირთა უფლებების ტრენინგი 146-მა საჯარო მოხელემ გაიარა
06 დეკემბერი, 2024საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ორგანიზებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და კომუნიკაციების კომისიის თანამშრომლებისთვის ტრენინგი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და მათთან კომუნიკაციის ეტიკეტი“ გაიმართა.
მსმენელები შშმ პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონს, გაეროს კონვენციას და შშმ პირებთან კომუნიკაციის ეტიკეტს გაეცნენ, ასევე იმსჯელეს შშმ პირების სერვისებზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე.
ტრენინგები რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა, მსმენელემა თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკული მაგალითებიც განიხილეს და მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე პასუხი მიიღეს.
ტრენინგკურსი ონლაინ ფორმატში მიმდინარეობდა და მას სფეროს ექსპერტი, სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნინო ვალიკოვი უძღვებოდა.
