ნოემბერში ტრენინგი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის საფუძვლები“ 69 საჯარო მოხელემ გაიარა
03 დეკემბერი, 2024საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ორგანიზებით საჯარო სექტორის სხვადასხვა უწყების თანამშრომლებისთვის ტრენინგი „პერსონალური მონაცემთა დაცვის საფუძვლები“ ჩატარდა.
ტრენინგები რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა და მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზანი და მნიშვნელობა, პერსონალური მონაცემების კანონიერად დამუშავება, მონაცემთა სუბიექტის უფლებები და მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანო.
ტრენინგებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ექსპერტი ნინო ცაგარეიშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულების იურისტი გვანცა გაბაიძე და სფეროს ექსპერტი საბა ელიზბარაშვილი უძღვებოდნენ.
ტრენინგკურსების დასრულების შემდეგ მსმენელებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ.
