ნინო ცაგარეიშვილი

ნინო ცაგარეიშვილი

ნინო ცაგარეიშვილი

ნინო ცაგარეიშვილი საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება ტრენინგკურსებს - პერსონალურ მონაცემთა დაცვის საფუძვლები და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის კურსი. 

ნინო, მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით, აქტიურადაა ჩართული საერთაშორისო პრაქტიკის კვლევის პროცესში და ადამიანის უფლებების, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით არაერთი აკადემიური ნაშრომის ავტორია. მონაწილეობს  საერთაშორისო/ადგილობრივ კონფერენციებში და ატარებს ტრენინგებს მონაცემთა დაცვის სამართლის აქტუალურ საკითხებზე. ამავდროულად, არის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გლობალური ასამბლეის (GPA) სამუშაო ჯგუფის წევრი.
 
საქმიანობის ფარგლებში, ნინო ცაგარეიშვილის ძირითად ფუნქციას ანალიტიკურ დოკუმენტებზე მუშაობა წარმოადგენს. ამასთან, შეისწავლის მონაცემთა დაცვის სფეროში წამყვან საერთაშორისო ორგანოთა მიერ შემუშავებულ  სახელმძღვანელო რეკომენდაციებს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა (ECtHR) და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს (CJEU) პრაქტიკას და აწარმოებს შედარებითსამართლებრივ კვლევას საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის მიზნით.

ნინოს მინიჭებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით (Summa Cum Laude).
 

© 2019 ყველა უფლება დაცულია