ნინო ვალიკოვი

ნინო ვალიკოვი
ნინო ვალიკოვი საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება ტრენინგკურსს − შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები და მათთან კომუნიკაციის ეტიკეტი.
ნინო ვალიკოვს საჯარო სექტორში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობის 7 წლიანი გამოცდილება აქვს. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში იგი იკავებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიციას და შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის განხორციელებაზე მონიტორინგის პროცესში, აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო თანამშრომლობაში, მათ შორის შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კომიტეტთან კომუნიკაციაში. იგი არის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის სამუშაო ჯგუფის წევრი. ხშირად მონაწილეობს საერთაშორისო შეხვედრებში, სემინარებსა და დისკუსიებში.
ნინო ვალიკოვი, თავისი საქმიანობის პარალელურად აქტიურია შშმ პირთა უფლებების შესახებ ტრენინგებისა და საინფორმაციო შეხვედრების გამართვაში. მათ შორის, იგი არის გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს ქალთა ფონდის (UNFPA) მოწვეული ტრენერი.
ნინო ვალიკოვი ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის მაგისტრის ხარისხს. 2009 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, საერთო სპეციალიზაციით. გავლილი აქვს არა ერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ტრენინგკურსი ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიმართულებით.