ნანა მახათაძე

ნანა მახათაძე
ნანა მახათაძე საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ტრენერია. იგი უძღვება ტრენინგებს შემდეგი მიმართულებებით: ეფექტური კომუნიკაცია; ეფექტიანი მომსახურება და დროის მართვა; პროფესიული კომუნიკაცია, თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა.
ნანა მახათაძე მუშაობს სწავლების და განვითარების სამსახურის უფროსად რესტორნების ქსელ „ვენდისა“ და „დანკინში“. აქვს ამ მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება სხვადასხვა ორგანიზაციაში. გავლილი აქვს ტრენინგები სხვადასხვა მიმართულებით (მათ შორის, პიროვნული განვითარება, მენეჯმენტი, ეფექტური ტრენინგების ჩატარება და სხვ.).
ნანა მახათაძეს დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის ბაკალავრიატი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის განათლების ადმინისტრირების მაგისტრატურა.