ნათია ჩიტაშვილი

ნათია ჩიტაშვილი
ნათია ჩიტაშვილი საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება ტრენინგკურსს - მედიაციის, როგორც კონფლიქტის პრევენციისა და ეფექტიანი გადაწყვეტის მექანიზმის როლი შიდაორგანიზაციულ სისტემაში.
ნათია ჩიტაშვილი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი; თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, მედიატორი, ტრენერი; სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, დამფუძნებელი.
ნათია ჩიტაშვილი 2019 წლიდან - დღემდე- მედიაციაში ადვოკატების პროფესიული უნარების გაძლიერების პროექტის (GBA, EU, UNDP) ხელმძღვანელია; 2018 წლიდან - დღემდე - განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის ექსპერტი; 2018 წლიდან - დღემდე - სსიპ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოც. პროფესორი (მედიაცია, მედაციის კლინიკა, კერძო სამართლის სხვა დარგები); 2016 - 2017 (5 თვე) - ჰამბურგი, ბერლინი, მედიაციის ეთიკის მკვლევარი, სტიპენდიანტი Max Planck Institute for Comparative and International Private Law; DAAD); 2012 – 2018 წწ - სსიპ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის - ასისტენტ პროფესორი. 2007-2012 - მოწვეული ლექტორი; 2012 წლიდან - დღემდე - თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ექსპერტი / მედიაციის ტრენერი, მედიაციის პროგრამების კოორდინატორი.
ნათია ჩიტაშვილი არის პროფესიით იურისტი ფლობს ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დოქტორის ხარისხს, სამართლის დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომს (მაგისტრთან გათანაბრებული).