მწვანე პოლიტიკა და CSR საჯარო სექტორში
მწვანე პოლიტიკა და CSR არის მდგრადობის საერთაშორისო მაღალი სტანდარტის დანერგვა ორგანიზაციებში. კურსი მიმოიხილავს ისეთ თემებს, როგორიცაა მწვანე პოლიტიკის მნიშვნელობა, გარემოსდაცვითი და ეკო-ინოვაციური საკითხების მიმართ საზოგადოებაში ცნოებიერების ამაღლება, ნარჩენების მართვა, წყალთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი გამოწვევების მოგვარება ადგილობრივი თემის ჩართულობის ზრდით CSR აქტივობებში.
ტრენინგკურსის მიზანია:
ტრენინგის მიზანია მსმენელს მისცეს ცოდნა მწვანე პოლიტიკისა და CSR-ის, როგორც მდგრადი კორპორაციული მმართველობის მაღალი სტანდარტის მნიშვნელობაზე.
მსმენელები შეისწავლიან იმ ტექნიკებსა და მიდგომებს, რომლებიც მათ მწვანე პოლიტიკის და CSR აქტივობების სრულყოფილად განხორციელებაში დაეხმარებათ.
ტრენინგკურსი განკუთვნილია:
დაინტერესებული პირებისთვის, რომლებსაც სურთ მწვანე პოლიტიკის და CSR აქტივობების გაცნობა და დანერგვა ყოველდღიურ საქმიანობაში.
ტრენინგკურსის გავლის შემდეგ მსმენელი შეძლებს:
• მწვანე პოლიტიკის და CSR აქტივობების პროცესის დაგეგმვას;
• ეკოლოგიურად სუფთა პრაქტიკების ეფექტიანად განხორციელებას;
• მწვანე შესყიდვების პრაქტიკის დანერგვასა და დოკუმენტირებას ორგანიზაციებში;
• მწვანე პოლიტიკის და მდგრადობის ინიციატივების პრაქტიკაში გამოყენებას.
ტრენინგკურსის ღირებულება: 395 ლარი