„მოხელის მენეჯერული უნარების“ ტრენინგკურსის რვა მონაწილეს GIZ აფინანსებს
16 ნოემბერი, 2020საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) თანამშრომლობით, „მოხელის მენეჯერული უნარების“ ტრენინგკურსი დაიწყო.
სასწავლო პროგრამა, რომელიც განკუთვნილია საჯარო სექტორში მომუშავე I და II რანგის მოხელეთათვის, ხუთ მოდულს მოიცავს: ეფექტური კომუნიკაცია, მართვა და ლიდერობა, ღირებულებები საჯარო სექტორში, ცვლილებების მართვა, ადამიანური რესურსების მართვა.
ტრენინგკურსს, რომელიც ონლაინრეჟიმში, პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით მიმდინარეობს, 17 მსმენელი ჰყავს. რვა მათგანს სწავლას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება ( GIZ) უფინანსებს.
ჯგუფი დაკომპლექტებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, აფხაზეთის ა/რ-ის საჯარო უწყებების, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და საგარეჯოს, სენაკის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებით.