მონაცემთა ვიზუალიზაციის ტრენინგი დაიწყო

01 ნოემბერი, 2019

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ახალი სასწავლო კურსი - მონაცემთა ვიზუალიზაციის ტრენინგი დაიწყო. 

ტრენინგი განკუთვნილია მონაცემთა ანალიზისა და ვიზუალიზაციის შესწავლით დაინტერესებული პირებისათვის. ასევე იმ კადრებისათვის, რომლებიც  ანალიტიკური ხასიათის დოკუმენტების, რეპორტების, ბლოგებისა და პრეზენტაციების მომზადების პროცესში არიან ჩართული. 

კურსი მოიცავს გეოგრაფიული ვიზუალიზაციების, კავშირების ანალიზის, პროცესების ვიზუალიზაციისა და ინფოგრაფიკების შედგენის ძირითადი პრინციპებისა და ხელსაწყოების გაცნობას. 

ტრენინგს 15 მსმენელი ჰყავს - როგორც სახელმწიფო უწყებების თანამშრომლები, ასევე ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. 

სასწავლო კურსს უძღვება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის ანალიზის სამსახურის უფროსი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც ამავე დროს ანალიტიკური პორტალის „ბიუჯეტის მონიტორის" ავტორი და „დიდ მონაცემთა ანალიტიკა უკეთესი მმართველობისათვის“ პროექტის მენეჯერია. 

ვიზუალიზაციის ტრენინგი 15  ნოემბერს დასრულდება.

 
მონაცემთა ვიზუალიზაციის ტრენინგი დაიწყო
მონაცემთა ვიზუალიზაციის ტრენინგი დაიწყო
მონაცემთა ვიზუალიზაციის ტრენინგი დაიწყო
© 2019 ყველა უფლება დაცულია