მონაცემთა ანალიზის პროგრამული უზრუნველყოფა (IDEA)
10 ივლისი, 2019კურსის მოკლე მიმოხილვა
მონაცემთა ანალიზის პროგრამული უზრუნველყოფისას (IDEA), აუდიტორებს (შიდა/გარე), ბუღალტრებს, ფინანსისტებს, მონაცემთა ანალიზის სპეციალისტებსა თუ საგამოძიებო სამსახურებს საშუალება ეძლევათ, ორგანიზაციის ფარგლებში არსებული მონაცემები
დაამუშაონ სწრაფად, მარტივად, ეფექტიანად და გარდაქმნან ღირებულ ინფორმაციად. IDEA-ს მეშვეობით შესაძლებელია სხვადასხვა წყაროდან, სხვადასხვა ფორმატის მონაცემის შეგროვება, ერთიან სისტემაში ინტეგრირება და მათი სწრაფი დამუშავება იმგვარად, რომ მონაცემთა მთლიანობა შენარჩუნდეს.
IDEA-ს გამოყენება შესაძლებელია შემდეგი მიმართულებებით:
- სტატისტიკური და არასტატისტიკური შერჩევა;
- ფაილების შედარება და შესაბამისობის დადგენა;
- მონაცმებში გამოტოვებისა და დუბლირებების აღმოჩენა;
- გამონაკლისებისა და ანომალიების აღმოჩენა.
შედეგები
IDEA-ს მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაატარონ ისეთი კვლევები/ანალიზები, რომელთა მანუალური განხორციელება რთული ან შეუძლებელია, დაფარონ მონაცემთა 100%, მონაცემები გარდაქმნან ინფორმაციად და ამავდროულად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია − დაზოგონ დრო.
სამიზნე აუდიტორია
- აუდიტორები;
- ბუღალტრები;
- ფინანსისტები;
- მონაცემთა ანალიზის სპეციალისტები;
- საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები.
ტრენერის შესახებ
ნია გურგენიძეს აქვს 6-წლიანი გამოცდილება კვლევებისა და მონაცემთა ანალიზის მიმართულებით, არის ეკონომიკისა და ბიზნესადმინისტრირების მაგისტრი.
2017 წლიდან ნია გურგენიძე გახდა საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ტრენერი.
რეგისტრაცია: 2019 წლის 22 ივლისამდე.
კურსის ხანგრძლივობა: 2019 წლის 22-26 ივლისი.
კოორდინატები : Email: sai@sao.ge Phone: 032 2 054 615