მემორანდუმი ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან
22 ოქტომბერი, 2019საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
მემორანდუმის მიზანია საჯარო აუდიტის მიმართულებით თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაზიარება უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისა და თანამშრომლებისათვის, მათი საგანმანათლებლო შესაძლებლობებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლება, შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდის ხელშეწყობა.
მემორანდუმის თანახმად, საჯარო აუდიტის მიმართულებით დაინტერესებულ მსმენელებს შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამაში მომსახურების საშეღავათო პირობებით, დაესწრონ ტრენინგ-კურსებსა და სემინარებს, გაიარონ სტაჟირება სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.
ხელშეკრულებას ხელი საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორმა გელა წიკლაურმა და უნივერსიტეტის რექტორმა როლანდ კოპალიანმა მოაწერეს.
საჯარო აუდიტის ინსტიტუტი, მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს 15 უნივერსიტეტთან თანამშრომლობს.