მემორანდუმები ბათუმის უნივერსიტეტებთან

26 ნოემბერი, 2019

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასთან და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

დოკუმენტი გულისხმობს საჯარო აუდიტის მიმართულებით თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაზიარებას აღნიშნული სასწავლებლების სტუდენტებისა და თანამშრომლებისათვის, მათი საგანმანათლებლო შესაძლებლობებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლებას, შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდის ხელშეწყობას.

მემორანდუმის თანახმად, საჯარო აუდიტის მიმართულებით დაინტერესებულ მსმენელებს შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამაში მომსახურების საშეღავათო პირობებით, დაესწრონ ტრენინგ-კურსებს და გაიარონ სტაჟირება სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ღია კარის დღეც მოეწყო, სადაც სტუდენტებს მიეცათ საშუალება ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ საჯარო აუდიტის ინსტიტუტის მიერ შეთავაზებულ სასწავლო და ტრენინგ-პროგრამებზე.

მემორანდუმები ბათუმის უნივერსიტეტებთან
მემორანდუმები ბათუმის უნივერსიტეტებთან
მემორანდუმები ბათუმის უნივერსიტეტებთან
© 2019 ყველა უფლება დაცულია