მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლებისთვის პროფესიული ტრენინგი ჩატარდა

04 აპრილი, 2022

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლებისათვის პროფესიული ტრენინგი გაიმართა. ტრენინგის თემა იყო ,,კრიზისული სიტუაციების პრევენცია და მართვა საზოგადოებასთან ურთიერთობაში’’.

ტრენინგის თემატიკა მოიცავდა: კრიზისული სიტუაციების პრევენციას და მართვას საზოგადოებასთან ურთიერთობაში, დაინტერესებული პირების განსაზღვრას და რისკების ანალიზს. 

ტრენინგი თეორიულ სწავლებასთან ერთად პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც მოიცავდა. ჯგუფებად დაყოფილმა ტრენინგის მონაწილეებმა შეთავაზებულ სიმულაციურ მაგალითებზე მომზადებული პრეზენტაციები წარადგინეს.

ტრენინგს საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ირინა პეტრიაშვილი უძღვებოდა. მას მარკეტინგსა და სტრატეგიულ კომუნიკაციებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს როგორც საქართველოში,ასევე მის ფარგლებს გარეთ. ტრენინგის მონაწილეებს ირინა პეტრიაშვილმა თავისი გამოცდილება გაუზიარა, თუ როგორ განხორციელდა საკომუნიკაციო კრიზისის დაძლევა სხვადასხვა პროექტის ფარგლებში.

 მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლებისთვის პროფესიული ტრენინგი ჩატარდა
 მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლებისთვის პროფესიული ტრენინგი ჩატარდა
 მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლებისთვის პროფესიული ტრენინგი ჩატარდა
© 2019 ყველა უფლება დაცულია