მარიამ ზაალიშვილი

მარიამ ზაალიშვილი

მარიამ ზაალიშვილი

მარიამ ზაალიშვილი საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება ტრენინგკურსს - ეფექტიანობის აუდიტი. ამავდროულად, 2019 წლის მარტიდან არის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ხოლო 2011-2019 წლებში იყო ამავე უწყების აუდიტორ-სტაჟიორი, აუდიტორ-ასისტენტი, აუდიტორი, უფროსი აუდიტორი, შემდეგ კი - წამყვანი აუდიტორი.

მარიამ ზაალიშვილმა 2019 წლის მარტი-ივლისში გაიარა პროფესიული გადამზადების პროგრამა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო აუდიტორულ უწყებაში (GAO). 

მარიამ ზაალიშვილი არის კავკასიის ბიზნესის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების კურსდამთავრებული, მიღებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი ზაარლანდის უნივერსიტეტში (გერმანია). 

© 2019 ყველა უფლება დაცულია