მართლმეტყველების ტრენინგი
მართლმეტყველების ტრენინგკურსი შესაძლებლობას მოგცემთ გამოიმუშაოთ გამართულად მეტყველების კულტურა.
ტრენინგკურსის მიზანია:
მართლმეტყველების ტრენინგკურსი შესაძლებლობას მოგცემთ გამოიმუშაოთ გამართულად მეტყველების კულტურა. გააუმჯობესოთ პრესასა და ტელეკამერასთან მუშაობის უნარ-ჩვევები. სხვადასხვა სავარჯიშოს გამოყენებით დაამუშაოთ სამეტყველო აპარატი.
ტრენინგკურსის თემატიკა:
- სუნთქვისა და სამეტყველო აპარატის დაყენება;
- ქართული მეტყველების მეთოდიკა; სწორი მახვილები;
- ლიტერატურული ტექსტების კითხვა;
- ინტერვიუს იმიტაცია; ქცევა ტელეკამერასთან.
სამიზნე ჯგუფი:
ნებისმიერი დაინტერესებული პირი, რომელსაც სურს აიმაღლოს სწორად მეტყველების კულტურა და გამოიმუშაოს ტელეკამერასთან/პრესასთან მუშაობის უნარები.
ტრენინგკურსის წარმატებით გავლის შემდეგ მსმენელი შეძლებს:
- გამართულად მეტყველებას;
- სწორი სუნთქვის გამომუშავებას;
- პრესასა და ტელეკამერასთან მუშაობას;
- ფართო აუდიტორიის წინაშე გამოსვლას.