მართვის თანამედროვე პრაქტიკები და ლიდერობა
ტრენინგის მიზანია მონაწილეებმა მიიღონ ცოდნა სტრატეგიული დაგეგმვის, ორგანიზების, ლიდერობის ძირითადი კონცეფციებისა და მათი პრაქტიკაში გამოყენების გზების შესახებ. ტრენინგი საშუალებას მისცემს მსმენელებს გაიაზრონ ლიდერობის არსი, განივითარონ გუნდური მუშაობის უნარები და დაეუფლონ გუნდის მართვის ტექნიკებს.
ტრენინგპროგრამა მოიცავს 8 სატრენინგო საათს, რომელსაც თემების მიხედვით გაუძღვება 2 ტრენერი.
მიზნობრივი ჯგუფი:
ნებისმიერი დაინტერესებული პირი, რომელსაც გააჩნია ორგანიზაციული მართვის (მენეჯმენტის), ლიდერობისა და მოტივაციის მიმართულებით ცოდნის გაღრმავების სურვილი, მართვის თანამედროვე პრინციპების პრაქტიკაში დანერგვის მიზნით.
ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელები დაეუფლებიან ცოდნას შემდეგი მიმართულებით::
• მენეჯმენტის არსი და მისი როლი ორგანიზაციაში;
• მართვის თანამედროვე სტრატეგიები;
• მართვის ძირითადი პრინციპები და მათი მნიშვნელობა მმართველობითი საქმიანობის განხორციელების პროცესში;
• გუნდურობის ჩამოყალიბების 5 პრინციპი;
• გუნდის მოტივაციის პრინციპები;
• თანამშრომლებთან ინტერაქცია და ნდობის მოპოვება;
• კონსტრუქციული უკუკავშირის ტექნიკები;
• თანამედროვე ლიდერის უნარ-ჩვევები.