მაისში შშმ პირთა უფლებების ტრენინგი 21-მა საჯარო მოხელემ გაიარა

08 ივნისი, 2024

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომელთა მორიგმა ნაკადმა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და მათთან კომუნიკაციის ეტიკეტის“ ტრენინგკურსი გაიარა. 

მსმენელები შშმ პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონს, გაეროს კონვენციას და შშმ პირებთან კომუნიკაციის ეტიკეტს გაეცნენ, ასევე იმსჯელეს შშმ პირების  სერვისებზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე. 

ტრენინგზე თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკული მაგალითებიც განიხილეს და მსმენელებმა მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე მიიღეს პასუხი. 

ტრენინგკურსი ონლაინ ფორმატში მიმდინარეობდა და მას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 21 თანამშრომელი დაესწრო. 

ტრენინგს სფეროს ექსპერტი, სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნინო ვალიკოვი უძღვებოდა.  

მაისში შშმ პირთა უფლებების ტრენინგი 21-მა საჯარო მოხელემ გაიარა
© 2019 ყველა უფლება დაცულია