ლიდერობა ინვენტარიზაციის პროცესის მართვაში

აღნიშნული ტრენინგის ფარგლებში მსმენელები ინვენტარიზაციის პროცესის მართვასთან ერთად, გაეცნობიან მენეჯერის ფუნქციებს, გუნდის ფორმირების მართვას და კომუნიკაციის მნიშვნელობას ინვენტარიზაციის პროცესის მართვაში.  

აღნიშნული ტრენინგის ფარგლებში მსმენელები ინვენტარიზაციის პროცესის მართვასთან ერთად, გაეცნობიან მენეჯერის ფუნქციებს, გუნდის ფორმირების მართვას და კომუნიკაციის მნიშვნელობას ინვენტარიზაციის პროცესის მართვაში.  

ტრენინგკურსის მიზანია:

მსმენელებს გააცნოს ორგანიზაციებში, ლიდერის როლის მნიშვნელობა  ინვენტარიზაციის პროცესის მართვასთან დაკავშირებულ  პროცედურულ საკითხებში. ამასთან ერთად, მსმენელები გაეცნობიან ეფექტური მმართველობის მნიშვნელობას ორგანიზაციული მიზნების მიღწევაში და მენეჯერის ფუნქციების მნიშვნელობას ინვენტარიზაციის მართვის პროცესში. 

სამიზნე ჯგუფი:

ტრენინგი განკუთვნილია ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სურს არაფინანსური აქტივების და ინვენტარიზაციის პროცესის მართვასთან დაკავშირებული ცოდნის გაღრმავება და ამ პროცესში მენეჯერის როლის მნიშვნელობის გაცნობა,    ასევე  ცენტრალური ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებისთვის, მათ შორის:
•    საფინანსო სამსახურის თანამშრომლები;
•    სამეურნეო/ლოჯისტიკის სამსახურის თანამშრომლები;
•    იურიდიული სამსახურის თანამშრომლები;
•    შიდა აუდიტის სამსახურის თანამშრომლები; 
•    პირები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი ინვენტარიზაციის პროცესში.

ტრენინგკურსის წარმატებით გავლის შემდეგ მსმენელები შეძლებენ:

•    ინვენტარიზაციის პროცესის გუნდის ფორმირებას; 
•    ინვენტარიზაციის პროცესის დაგეგმვას და ჩატარებას ეფექტიანად;
•    პასუხისმგებლობების გადანაწილებას არაფინანსური აქტივების მიღების, გასვლის და გადაადგილებების პროცესში;
•    ინვენტარიზაციის დასრულების შემდგომ ღონისძიებების განსაზღვრას. 
 

ტრენინგის ღირებულება: 590 ლარი

© 2019 ყველა უფლება დაცულია