ლანა ჩხარტიშვილი

ლანა ჩხარტიშვილი
ლანა ჩხარტიშვილი საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება ტრენინგკურსს - მწვანე პოლიტიკა და CSR საჯარო სექტორში.
ამავდროულად ლანა ჩხარტიშვილი არის Skillwill საქართველოს დირექტორი. ლანა 2020, 2021 და 2022 წლებში მუშაობდა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელში (UN Global Compact Network Georgia), სადაც თანაგუნდელებთან ერთად დააფუძნა კორპორაციული მდგრადობის აკადემია და ყველა დაინტერესებული სექტორის წარმომადგენელთან აქტიურად მუშაობდა მდგრადობის თემის პოპულარიზაციაზე.
15 წელზე მეტი ხნის პროფესიონალური გამოცდილებით პროექტების მენეჯმენტში, მწვანე პოლიტიკის დაგეგმვასა და CSR პროექტების მართვაში ორგანიზაციის მდგრადი განვითარების მიზნით, ლანა აქტიურად ატარებს ტრენინგებს მდგრადობის მიმართულებით, აქვს აკადემიური ნაშრომები კორპორაციულ მდგრადობასა და ორგანიზაციების ეკომეგობრული და ინოვაციური მართვის მეთოდებსა და სტრატეგიებზე.
ლანა ჩხარტიშვილი ფლობს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) საერთაშორისო კერძო სამართლის მაგისტრის ხარისხს