კორპორატიული ტრენინგკურსი „მთის ტრასების სააგენტოს (MTA)“ თანამშრომლებისათვის

28 ნოემბერი, 2023

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა „ლიდერობა ინვენტარიზაციის პროცესის მართვაში“ მოდიფიცირებული ტრენინგკურსი დაასრულა. 

ტრენინგი ახალი ფორმატით და შინაარსით „მთის ტრასების სააგენტოს (MTA)“ თბილისის, სვანეთის, ბაკურიანის, გოდერძისა და გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტების სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის 12 თანამშრომლისათვის გაიმართა.

ტრენინგს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საერთო დანიშნულების მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის წამყვანი აუდიტორი გიორგი ჭოლოკავა და კარბონის ფინანსების სპეციალისტი და მართვის კონსულტანტი ოთარ ანთია უძღვებოდნენ.

ტრენინგკურსის თემატიკა ორი ნაწილს მოიცავდა, პირველ ნაწილში მართვის კონსულტანტმა ოთარ ანთიამ მსმენელებს გააცნო მენეჯერის ძირითადი ფუნქციები, გაუზიარა საკუთარი გამოცდილება და მათთან ერთად პრაქტიკულად განახორციელა დაგეგმვის სრული პროცესი.

მოდიფიცირებული ტრენინგის  მეორე ნაწილი ინვენტარიზაციის პროცესში ლიდერის როლის მნიშვნელობას დაეთმო,  ტრენინგის მიმდინარეობისას ყურადღება გამახვილდა საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერების ჩართულობაზე არაფინანსური აქტივების მართვის პროცესში, საინვენტარიზაციო კომისიის და სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში და ინვენტარიზაციის დასრულების შემდგომ ღონისძიებებში.  

ტრენინგის ფარგლებში მსმენელებმა ასევე მოისმინეს საბიუჯეტო ორგანიზაციებში ინვენტარიზაციის პროცესის მართვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო და პროცედურული საკითხები.

ტრენინგის პროგრამა „მთის ტრასების სააგენტოსთან (MTA)" თანამშრომლობით დაიგეგმა და მორგებული იყო საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერების საჭიროებებზე. 

 კორპორატიული ტრენინგკურსი „მთის ტრასების სააგენტოს (MTA)“ თანამშრომლებისათვის
 კორპორატიული ტრენინგკურსი „მთის ტრასების სააგენტოს (MTA)“ თანამშრომლებისათვის
 კორპორატიული ტრენინგკურსი „მთის ტრასების სააგენტოს (MTA)“ თანამშრომლებისათვის
© 2019 ყველა უფლება დაცულია