კორპორატიული ტრენინგკურსი „მთის ტრასების სააგენტოს (MTA)“ თანამშრომლებისათვის

26 სექტემბერი, 2023

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა „ინვენტარიზაციის პროცესის მართვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში“ მორიგი ტრენინგკურსი დაიწყო. სამდღიან ტრენინგს, ამჯერად „მთის ტრასების სააგენტოს (MTA)“ სვანეთის, ბაკურიანის, გოდერძისა და გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტების სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის 22 თანამშრომელი ესწრება.

კურსის ფარგლებში მსმენელები საბიუჯეტო ორგანიზაციებში ინვენტარიზაციის პროცესის მართვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო და პროცედურულ საკითხებს გაეცნობიან. თეორიულ მასალასთან ერთად, სასწავლო კურსი დატვირთულია პრაქტიკული მაგალითებით.

მოდულს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის მთავარი აუდიტორი გიორგი ჭოლოკავა უძღვება. კორპორატიული ტრენინგი წელს მეხუთედ ტარდება.

ტრენინგკურსი 28 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება და წარმატებულ მსმენელებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცემათ.

კორპორატიული ტრენინგკურსი „მთის ტრასების სააგენტოს (MTA)“ თანამშრომლებისათვის
კორპორატიული ტრენინგკურსი „მთის ტრასების სააგენტოს (MTA)“ თანამშრომლებისათვის
კორპორატიული ტრენინგკურსი „მთის ტრასების სააგენტოს (MTA)“ თანამშრომლებისათვის
© 2019 ყველა უფლება დაცულია