კორპორატიული ტრენინგი რუსთავის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისთვის

18 ოქტომბერი, 2023

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა რუსთავის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის განყოფილების თანამშრომლებისთვის ორგანიზება გაუწია ტრენინგკურსს - „ სოციალური მედია, რეპუტაციისა და კრიზისების მართვა, საკომუნიკაციო კამპანიები“. კურსს რუსთავის მერიის 6 თანამშრომელი ესწრებოდა.

ტრენინგკურსი  საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით სხვადასხვა მნიშვნელოვან და აქტუალურ თემას მოიცავდა, მათ შორის ორგანიზაციული და პიროვნული რეპუტაციის და კრიზისების მართვა, საკომუნიკაციო სტრატეგია, როგორც რეპუტაციის მართვის მნიშვნელოვან ინსტრუმენტი,  სოციალური ქსელების ახალ ტენდენციები და გამოწვევები.

ტრენინგის სასწავლო მასალა სამუშაო გამოცდილებაზეა დაფუძნებული და მიზნად ისახავს მონაწილეებისთვის პრაქტიკული ცოდნის გაზიარებას.

ორდღიან ტრენინგკურსს ინტეგრირებული კომუნიკაციების სპეციალისტი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ელდარ პირმისაშვილი უძღვებოდა, რომელსაც საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

კორპორატიული ტრენინგი რუსთავის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისთვის
კორპორატიული ტრენინგი რუსთავის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისთვის
კორპორატიული ტრენინგი რუსთავის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისთვის
© 2019 ყველა უფლება დაცულია