კეთილსინდისიერება და ინტერესთა კონფლიქტი საჯარო სამსახურში
საჯარო სამსახურში ეთიკური გარემოს შექმნა გულისხმობს საჯარო მოხელეთა ქცევის წესების განსაზღვრას და საზოგადოებისა თუ საჯარო სამსახურისათვის მნიშვნელოვანი ღირებულებების პრაქტიკაში გატარებას.
ტრენინგკურსის მიზანია:
- მსმენელისთვის ინფორმაციის გაზიარება საჯარო მოხელეთათვის, საჯარო დაწესებულებისა და, ზოგადად, საჯარო სამსახურისთვის ეთიკის როლისა და მნიშვნელობის შესახებ;
- საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ ინტერესთა შეუთავსებლობასთან, შეუთავსებელ საქმიანობასა და საჩუქართან დაკავშირებული საკითხების გაცნობა;
- პოტენციური თუ რეალური ეთიკური პათოლოგიების იდენტიფიცირებისა და მათზე რეაგირების მექანიზმების გაცნობა.
სამიზნე ჯგუფი:
ტრენინგკურსი განკუთვნილია საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანებისთვის.
ტრენინგკურსის წარმატებით გავლის შემდეგ საჯარო მოხელე შეძლებს:
- დამკვიდრებული პროფესიული სტანდარტებისა და ქცევის ზოგადი წესების შესაბამისად მოქმედებას;
- რეალური, აშკარა თუ პოტენციური ინტერესთა კონფლიქტის/სხვა ეთიკური პათოლოგიების იდენტიფიცირებასა და მასზე რეაგირებას;
- პრევენციული მექანიზმებისა და ინსტრუმენტების გამოყენებას პოტენციური ეთიკური გადაცდომების/პათოლოგიების თავიდან აცილების მიზნით.