ირინა აღაპიშვილი

ირინა აღაპიშვილი

ირინა აღაპიშვილი

ირინა აღაპიშვილი საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ტრენერია. იგი ატარებს ტრენინგებს შემდეგი მიმართულებებით: ეთიკა საჯარო სამსახურში; ღირებულებები საჯარო სამსახურში; მართვა და ლიდერობა; ცვლილებების მართვა.

ირინა აღაპიშვილი სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსია. ამავდროულად, იკავებს ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობას ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში და უძღვება ტრენინგებს სხვადასხვა მიმართულებით. აქვს მენეჯერული და პედაგოგიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. გავლილი აქვს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული ტრენინგები.

ირინა აღაპიშვილს უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ვენის უნივერსიტეტსა და თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დამთავრებული აქვს თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა და ბაკალავრიატი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. ამჟამად არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დოქტორანტი.

© 2019 ყველა უფლება დაცულია