ინფორმაცია
27 დეკემბერი, 20172017 წლის 26 დეკემბერს გამართულ საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვების მსურველ პირთა სასერტიფიკაციო გამოცდის წინასწარ შედეგებთან დაკავშირებით
2017 წლის 26 დეკემბერს სსიპ - საჯარო აუდიტის ინსტიტუტში გაიმართა საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვების მსურველ პირთა სასერტიფიკაციო გამოცდა ელექტრონული ფორმით - ელექტრონული საგამოცდო სისტემის მეშვეობით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 29 კანდიდატმა.
გამოცდის წინასწარი შედეგების მიხედვით, მხოლოდ 10-მა დააგროვა საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვებისათვის საჭირო ქულათა რაოდენობის მინიმალური ზღვარი.
იხ. გამოცდის წინასწარი შედეგები rar და ტესტების პასუხები rar
საპრეტენზიო განაცხადის მიღება წარმოებს ინსტიტუტში 2017 წლის 27-28 დეკემბერს 10:00 -დან 18:00 საათამდე (მისამართი: ქალაქი თბილისი, წმ. ქეთევან დედოფლის გამზ.№96; ელექტრონული ფოსტა: pai@sao.ge).