ინფორმაცია საპრეტენზიო და საგამოცდო კომისიების გადაწყვეტილება

05 იანვარი, 2018

სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტში შექმნილმა საპრეტენზიო კომისიამ 2017 წლის 29 დეკემბერს განიხილა 11 კანდიდატის:  სალომე კვანტალიანის, სოფიკო მამფორიას, ზურაბ ხორავას, ნიკოლოზ სხულუხიას, რევაზ ხუბულავას, სალომე ერაძის, ირაკლი შელიას, სოფიკო გორდეზიანის, შოთა ჩოჩიშვილის, მზევინარ გურაბანიძისა და გედევან დიდბარიძის  საპრეტენზიო განაცხადები, რომელთა განხილვის შედეგად საპრეტენზიო კომისიამ მათი მოთხოვნები ნაწილობრივ დააკმაყოფილა. თუმცა აღნიშნული კანდიდატებიდან მხოლოდ 5-მა (სალომე კვანტალიანი, სოფიკო მამფორია, სალომე ერაძე, ზურაბ ხორავა და შოთა ჩოჩიშვილი) ქულათა მომატების შედეგად გადალახა საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვებისათვის საჭირო ქულათა რაოდენობის მინიმალური ზღვარი. 

ზემოაღნიშნული შედეგები საბოლოო სახით 2018 წლის 4 იანვარს  დამტკიცდა ინსტიტუტის საგამოცდო კომისიის სხდომაზე, რის შედეგადაც 2018 წლის 5 იანვარს ინსტიტუტის დირექტორის მიერ დამტკიცებულ იქნა იმ პირთა სია, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს სასერტიფიკაციო გამოცდა და მოიპოვეს საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლება.

იხ.სია

© 2019 ყველა უფლება დაცულია