ინსტიტუტმა აკრედიტაციის მაძიებლის სტატუსი მოიპოვა

03 ოქტომბერი, 2019

სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამებზე აკრედიტაციის მაძიებლის სტატუსი მოიპოვა

სსიპ − საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში შეიტანა განაცხადი საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამების აკრედიტაციაზე და მიმდინარე წლის 1-ლი ოქტომბრის N913 ბრძანების შესაბამისად, ინსტიტუტს მიენიჭა აკრედიტაციის მაძიებლის სტატუსი.

ინსტიტუტმა საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების რეფორმის ფარგლებში მოამზადა ორი საბაზისო პროგრამა:

  • მოხელის მენეჯერული უნარები;
  • პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება.

პროგრამა „მენეჯერული უნარები“ განკუთვნილია საჯარო სექტორში მომუშავე I და II რანგის მოხელეთათვის, რომელიც შედგება 5 მოდულისგან და მისი საერთო ხანგრძლივობა განსაზღვრულია 35.45 აკადემიური საათით.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 22 მაისის N242 დადგენილების მოთხოვნების გათვალისწინებით, ინსტიტუტს ასევე შემუშავებული აქვს მენეჯერული უნარების მოკლე კურსი, რომელიც განკუთვნილია I და II რანგის იმ მოხელეთათვის, რომლებიც დანიშნული არიან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით ღია კონკურსის საფუძველზე და აქვთ მენეჯერული საქმიანობის გამოცდილება.

პროგრამა „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება“ განკუთვნილია საჯარო სექტორში მომუშავე III და IV რანგის მოხელეთათვის, რომელიც შედგება 4 მოდულისგან და მისი საერთო ხანგრძლივობა განსაზღვრულია 24 აკადემიური საათით.

პროგრამისა და სწავლის შედეგების შეფასება

© 2019 ყველა უფლება დაცულია