ინვენტარიზაციის პროცესის მართვის ტრენინგი ილიაუნის თანამშრომლებმა გაიარეს
21 სექტემბერი, 2022ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული სტრუქტურების თანამშრომლებისთვის საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ინვენტარიზაციის პროცესის მართვის ტრენინგი ჩაატარა. კორპორატიულ ტრენინგს უმაღლესი სასწავლებლის 25 თანამშრომელი დაესწრო.
სამდღიანი ტრენინგკურსი მოიცავდა საბიუჯეტო ორგანიზაციებში ინვენტარიზაციის პროცესის მართვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო და პროცედურულ საკითხებს. თეორიულ მასალასთან ერთად მსმენელებმა ინტერაქციულ რეჟიმში პრაქტიკული მაგალითებიც განიხილეს და მათთვის საინტერესო სპეციფიურ კითხვებზე პასუხი მოისმინეს.
კურსს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის მთავარი აუდიტორი გიორგი ჭოლოკავა უძღვებოდა.
ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მომავალშიც გეგმავს თანამშრომლობას საჯარო აუდიტის ინსტიტუტთან, როგორც ინვენტარიზაციის პროცესის მართვის კორპორატიული ტრენინგის მიმართულებით, ასევე ინსტიტუტის სხვა თემატურ ტრენინგებზეც.